ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელსა და 20-მდე ექიმს გამოუვლინდა. მისივე თქმით, ჯარში ვირუსი არ დაფიქსირებულა.

"ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი გაიდლაინი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის განმარტებით, ძირითადად პაციენტებმა დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანეს.