მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: როგორ დავალაგოთ სახლი ერთად
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე ბავშვთან ერთად სახლის დალაგებაზე, ჭურჭლის დარეცხვასა და პარალელურად, დროის მხიარულად გატარებაზე გვიყვება.
მე ლადო გოგოლაძე ვარ. 33 წლის. ჟურნალისტი, ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და რაც მთავარია, ორი უმაგრესი გოგოს მამა.
დღეს სახლში ყოფნით ვერავის გავაკვირვებ, რადგან ნახევარი საქართველო სახლში ვართ. სიმართლე რომ ვთქვა, სახლში ყოფნა მიყვარს. ჩემს გოგოებთან ერთად ბევრ დროს ვატარებ, რაც ჩვენ ურთიერთობას კიდევ უფრო ამტკიცებს.
გვანცა, ჩემი მეუღლე, მუშაობს, მისი სამსახური ისევ აგრძელებს მუშაობას. თითქმის მთელი დღე მე და 8 წლის ნენე ვართ სახლში. ნისიმე, რომელიც 11 თვისაა, ძირითადად ძიძასთან არის და ამიტომ სახლს მე და ნენე ვამაგრებთ.
მე დისტანციურად ვმუშაობ. სამსახურის საქმის შემდეგ საოჯახო საქმეების კეთებას ვიწყებ, რომელშიც ნენე, ყოველთვის აქტიურად მეხმარება. საქმის პარალელურად უამრავ რამეზე ვსაუბრობთ და ისე შეუმჩნევლად გადის დრო, ვერც ვიგებთ.
განსაკუთრებით, ჭურჭლის რეცხვა გვიყვარს, ცოტა ვწუწაობთ ხოლმე და ვერთობით. დანებს მე ვრეცხავ, ცოტა არ იყოს მეშინია ნენეს რომ ვანდო. ნენე ძირითადად თეფშებს რეცხავს, რაც კარგად გამოსდის და ბედნიერია.
მერე წიგნებს გადმოვალაგებთ და მტვერს ვწმენდთ. შეიძლება იფიქროთ, ყოველდღე საიდან ედება მტვერიო, მაგრამ იატაკის დასუფთავებისას ძალიან იმტვერება ხოლმე და ამიტომ ყოველთვის ვასუფთავებთ.
ამასობაში, გარეთ გაფენილი სარეცხიც შრება და მისი დაბინავების დრო დგება. ვიდრე დავაბინავებთ, მანამდე ვაუთოებთ. ნენეს ცოტა ეშინია დაუთოების, ჰგონია რომ ცხელი უთო ხელს დაწვავს. ჩემთან ერთად უფრო თამამად იქცევა, მაგრამ მარტო მაინც ფრთხილობს, ამიტომ ერთად ვკიდებთ ხოლმე უთოს ხელს.
მალე ნისიმეს მოსვლის დროც დგება. ძიძა მეზობლად ცხოვრობს. მე და ნენე ერთად მივდივართ წამოსაყვანად. ნისიმეს სახლში მოსვლა და სახლის თავდაყირა დადგომა ერთია. ძალიან ცელქი ვინმეა. მალე გვანცაც მოდის და ოთხივე ერთად ვერთობით. ნისიმე საოცრებებს სჩადის, თვითონაც უხარია და ჩვენც გვახალისებს, მაგრამ მალე ითენთება და იძინებს, მერე უკვე ტრიო — მე, გვანცა და ნენე, ვაწესრიგებთ სახლს.
იმედია, "შინაპატიმრობა" მალე დასრულდება და ისევ გავალთ გარეთ. ჩემს გოგოებთან ერთად საოჯახო საქმეების კეთება მინდა არასოდეს დასრულდეს და სულ, სულ ერთად ვაკეთოთ ყველაფერი.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები