როგორც ჩანს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად დისნეი აქტიურად აგრძელებს თავისი ახალი სტრიმინგ სერვისისთვის Disney+ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას და მათ შორის ერთ-ერთი Star Wars-ის სამყაროს შესახებ ახალი სიუჟეტური ხაზის მქონე სერიალი იქნება.

Variety-ის ცნობით, ჯერჯერობით ამ ახალი პროექტის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ის ძირითადად მთავარ გმირ ქალზე ორიენტირებულ ისტორიას მოგვითხრობს და მისი სიუჟეტი სრულიად სხვა დროში განვითარდება, ვიდრე აქამდე ნანახ ვარსკვლავური ომების რომელიმე პროექტში გვინახავს.

ასევე ცნობილია, რომ სერიალის რეჟისორი და სცენარისტი ლესლი ჰედლენდი იქნება, რომელიც ნეტფლიქსის პოპულარული სატელევიზიო შოუ Russian Doll-ის შემქმნელია.

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ Disney Plus-ზე მალე ასევე ვიხილავთ ახალ სერიალს, რომელიც 2016 წელს გამოსული ფილმის Rogue One: A Star Wars Story სპინოფი იქნება. მასში სტელან სკარსგარდი და დიეგო ლუნა ითამაშებენ.

ამავდროულად უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დისნეი The Mandalorian-ის მესამე სეზონზე უკვე მუშაობს: მართალია, ჯერ კიდევ არ გამოსულა მეორე სეზონი, თუმცა შოუს შემქმნელი ჯონ ფავრო უკვე აქტიურად მუშაობს მესამე სეზონის სცენარზე.

შესაბამისად, ვარსკვლავური ომების ერთგულ გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: წინ კიდევ უამრავი თავგადასავალი ელოდებათ ამ მრავალი ფათერაკითა და სიურპრიზით სავსე სამყაროში.

ფოტო: Giphy