წელს მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 6%-ით შემცირდება. ამის შესახენ ინფორმაციას CNN მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ამის მიზეზი მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციებია.

როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პეტერ ტაალასი აცხადებს, ამ ცვლილებას მხოლოდ მოკლევადიანი დადებითი ეფექტი ექნება.