იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 187 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 ათასზე მეტი ადამიანი.