გამყრელიძე: პლაქვენილი 40-50 წელია არსებობს, ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოცდილია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბოლო დღეებში პრეპარატ პლაქვენილის გარშემო არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეპარატი 40-50 წელია უკვე არსებობს და ბევრი დაავადების დროსაა გამოცდილი.
მისივე თქმით, ქართული პროტოკოლი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.
"გუშინ ჩემი ოჯახი გააჟღერეს სხვადასხვა ადამიანებმა დებატებში. არაა საჭირო ამაზე საუბარი, რა. სწორედ უმკურნალეს ჩემს შვილს, კიდევ ერთხელ გეუბნებით. იმიტომაც შედარებით სწრაფად გამოჯანმრთელდა", — აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, მსგავს საკითხებზე პროფესიულ წრეებში უნდა იდისკუსიონ და არა ტელევიზიებში ან ფეისბუქში.
"გასაგებია, განიხილეთ ეს პროფესიულ საზოგადოებაში, მაგრამ ასეთ შეურაცხყოფას ადამიანებს ნუ მიაყენებთ. არ შეიძლება, რა. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, ჩვენ ვაფასებთ მათ განათლებას, ამერიკული, ბრიტანული გერმანული, რა ჯობია ამას. კიდევ სხვა რამეა საჭირო — წლები, რაც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოს ერთ-ერთ ცნობილ ექიმს, მოდით ნუ შევეხებით ასე... არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო", — თქვა გამყრელიძემ.
რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც დაუშვებელი და სახიფათოა.
ქართული პროტოკოლის თანაავტორმა და კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ზურაბ გურული "ფაქტობრივი ტყუილის გავრცელებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული პროტოკოლით პრეპარატი მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს ენიშნებათ.
ამ ამბებს დაემატა რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული ინტერვიუ ერთ-ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამბობს, რომ მსუბუქი სიმპტომების მიუხედავად, პლაქვენილი დაუნიშნეს.
ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები