5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ბიზნესის ადმინისტრირება
ყოველი წლის პირველ ნახევარში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მთავარი საფიქრალი განათლების შემდგომ საფეხურზე გადასვლა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების განხილვაა.
ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი შესაბამისი პროფესიის არჩევაა, რომელიც მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში საფუძვლიანად უნდა შეისწავლო და აუცილებელი უნარ-ჩვევები განივითარო.
ამის გამო კი გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით რთულია: ხშირად აბიტურიენტებმა არც კი იციან, თუ რა კარიერულ მომავალს სთავაზობს კონკრეტული მიმართულება ან რომელი უპირატესობებით გამოირჩევა ის.
ეს დილემა, რომ შევამსუბუქოთ, სწორედ იმ ძირითად მიზეზებზე გესაუბრებით, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე, რაც გადაწყვეტილების მიღებას უფრო გაგიმარტივებთ:
1. დასაქმების უთვალავი შესაძლებლობა
როცა მომავალ კარიერაზე ფიქრობ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივა წინა პლანზეა წამოწეული: რა ბედი მელის სწავლის დამთავრების შემდეგ? შევძლებ თუ არა სათანადო ანაზღაურებით სამსახურის მოძებნას? — ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა გაცილებით მარტივია, თუ სწორედ ბიზნესის ადმინისტრირების შესახებ რეალურ ცოდნას მიიღებთ.
თანამედროვე შრომის ბაზარზე თითქმის არ არსებობს სექტორი, სადაც თქვენი პროფესიით შესაბამის სამუშაოს ვერ გამოძებნით. დღესდღეობით ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ კომპანიას სჭირდება ამ პროფილის მქონე სპეციალისტი, შესაბამისად სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ დასაქმების პერსპექტივაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად სწორედ თქვენ დაგჭირდებათ.
ეგეც რომ არა, ეს პროფესია ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ, რომ წარმატებული თვითდასაქმებული მაინც გახდეთ.
2. ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო დასაქმების პერსპექტივა
ყველა პროფესია როდი გაგიღებთ კარს საერთაშორისო ასპარეზზე: ვიწრო სპეციალობებით ადგილობრივ ბაზარზე თუ დასაქმებით, სანაცვლოდ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე მიღებული ცოდნა არა მარტო გლობალურად აზროვნებაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენს კარიერულ არეალსაც კიდევ უფრო გააფართოებს.
გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ამ მიმართულებაზე სწავლისას ყველაზე მაღალია შესაძლებლობა, რომ გაცვლით პროგრამებში მიიღოთ მონაწილეობა, ამავდროულად სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი კვალიფიკაციითა და უცხო ენების სათანადო ცოდნით ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის სასურველი თანამშრომელი იქნებით.
3. პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება
ყველა პროფესია თავისებურად ეხმარება ადამიანებს თავ-თავიანთი ცხოვრება სხვადასხვა გზით გაიკვალონ და კონკრეტული პიროვნული თვისებები შეიძინონ. ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლა ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს — ამ პროფესიის ძირითადი ასპექტები სწორედ ლიდერობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას ისახავს მიზნად.
ამავდროულად, ბიზნესის საფუძვლების სიღრმისეულად გაცნობა ყველა იმ საჭირო უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ, რომლებიც დღეს ზოგადად ნებისმიერ დასაქმებულს ყველაზე მეტად სჭირდება კონკურენტულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად:
- კომუნიკაბელურობა — თქვენი პროფესიული საქმიანობა მთლიანად ხალხთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული;
- კრეატიულობა — ნებისმიერი დაბრკოლებიდან მარტივი გამოსავლის პოვნას ისწავლით;
- გამოწვევებთან გამკლავება — თქვენთვის არ იარსებებს გადაულახავი ბარიერები და დაუძლეველი სტრესული მდგომარეობა.
4. სწავლების საერთაშორისო სტანდარტი
თანამედროვე გლობალური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმასთან ერთად, რომ ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, ამავდროულად მთლიანად თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული, შესაბამისად, სწავლებისას მუდმივად უახლეს თეორიულ მეთოდებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეცნობით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-ფრანგულ პროგრამასაც კი სთავაზობს, რომელიც სწორედ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით გთავაზობთ ამ პროფესიის დაუფლებას, სწავლის დასრულების შემდეგ კი როგორც ქართული, ისე ფრანგული დიპლომი გადმოგეცემათ.
5. პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი არჩევანი
როცა ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსაუბრობთ, არ დაგაბნიოთ ამ სახელწოდებამ და არ იფიქროთ, რომ ეს პროფესია უხეშად მხოლოდ "ბიზნესის მართვას" მოიაზრებს თავის თავში. არამცდაარამც — ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებიდან სასურველი კონკრეტული სპეციალობის დაუფლება თავისუფლად შეგიძლიათ.
ეს კი შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი კარიერული განვითარების პერსპექტივა უფრო თამამად სხვადასხვა სექტორში დასაქმების შესაძლებლობად განიხილოთ: ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგული კვლევები, ადამიანური რესურსების მართვა, ინდუსტრიული წარმოება, ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი და სხვა.
ამის შესაძლებლობას კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სწავლების საშუალებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესორებთან ერთად თანამედროვე სტუდენტური სერვისებიც გელოდებათ.
თანაც, მხოლოდ ეს არ არის: ამავე უნივერსიტეტში შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ისწავლოთ სამართლის, ინგლისური ფილოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების ან არქიტექტურის მიმართულებითაც.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები