სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების მოთხოვნით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრში საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე სოფლიდან შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გამო პროდუქტის რეალიზების საშუალება არ აქვთ და ეკონომიკურად უჭირთ.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, მოქალაქეექბმა პროტესტის ნიშნად ადგილზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია მიიტანეს და გზაზე დაყარეს. ისინი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ. აქციაზე ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც არიან მისულები.

პროტესტის მონაწილეებთან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი ზაურ დარგალი მივიდნენ. შოთა რეხვიაშვილის თქმით, პროცესი პოლიტიკურად მართულია და ვისაც საუბარი სურს, ისინი ამისთვის მზად არიან.