გიორგი თარგამაძის დროება ფორმულაზე 26 აპრილიდან გავა
ყოველკვირეული გადაცემა დროება 26 აპრილიდან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავა. გადაცემას მაყურებელი ყოველ კვირას, 20:00-ზე ნახავს.
გიორგი თარგამაძის თქმით, განახლებული დროება იმ ჟანრობრივი სპეციფიკის გაგრძელება იქნება, რომელიც გადაცემამ წლების წინ ქართულ ტელევიზიაში შემოიტანა. მისი განცხადებით, დროების ძირითადი ფოკუსი ყოველთვის იყო და იქნება კრიტიკული შეფასება.
დროებაზე მომუშავე ჯგუფში როგორც გამოცდილი ჟურნალისტები, ასევე დებიუტანტებიც არიან.
კორონავირუსის გამო გადაცემის დაგეგმილი ფორმატი დროებით შეიცვალა: "ჩვენი გეგმები განსხვავდებოდა იმისგან, რა ფორმითაც ამ კვირას გავა დროება ეთერში – სტუდიის დიზაინის თუ სიუჟეტების თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ გვიწევს მუშაობა ექსტრემალურ ვითარებაში. გადაადგილებაც კი პრობლემაა და რესპოდენტებთან მიღწევისთვის, თითქმის, გადაულახავი ბარიერებია შექმნილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია, თუმცა სიუჟეტების მრავალფეროვნების და გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისითაც, მომდევნო თვეების განმავლობაში დროებაც უფრო ფართოდ "გაშლის ფრთებს", — აცხადებს გიორგი თარგამაძე.
გიორგი თარგამაძე 2003-2008 წლებში იყო ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ანალიტიკური პროგრამა დროების ავტორი და წამყვანი. ის არხიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც ტელეკომპანიაში სპეცრაზმი შეიჭრა. 2008-2014 წლებში იყო მის მიერვე დაფუძნებული პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე. 2020 წლის 4 თებერვლიდან კი ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილეა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები