ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის წინამღვარი, არქიმანდრიტი საბა ჯღენტი უარყოფს, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".

"მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს", — განაცხადა სასულიერო პირმა TV პირველის ეთერში.

არქიმანდრიტის თქმით, მან არც ის იცის, რატომ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტზე იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით გამოძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი, ვის ჰქონდა იარაღი მე არ ვიცი. შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეგ ყველაფერი ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიქნები და მეცოდინებოდა რომელი იარაღი საიდან ამოიღეს და რა მუხლით ამოიღეს", — განაცხადა სასულიერო პირმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

მონასტერში სასულიერო პირის დაჭრასს მთავარ არხთან რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი უარყოფს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.