თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში და მთელს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. მისი თქმით, განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა.

კალაძის აზრით, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულმა შეზღუდვებმა და ტრანსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

"ამ არსებულ მდგომარეობას უნდა გავუფრთხილდეთ და თუ შენივარჩუნებთ, იქნება ძალიან მაგარი", - განაცხადა მან.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ აქვს იდეა 2 დღით ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც. მისი აზრით, ეს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.