თბილისის მერს, კახა კალაძეს იდეა აქვს, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. მისი თქმით, ეს მხოლოდ იდეა არის და ამას "დახვეწა" დასჭირდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა.

როგორც კალაძე ამბობს, მას ამ საკითხზე საზოგადოების აზრი აინტერესებს და ამიტომ ამ იდეასთან დაკავშირებით ინტერაქტივიც იქნება.

"როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს ეგეთი იდეა და გვინდა, უბრალოდ, კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა და მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით: კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად, შაბათ-კვირა ხოარ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ შესაძლებელი იყოს იმ აუცილებლობის პირობებში გადაადგილება თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი", — განაცხადა კალაძემ.