ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ფელონი, რომელსაც NBC-ის ეთერში თავისი კომედიური თოქ-შოუ მიჰყავს, სხვადასხვა ორიგინალური და გასართობი სეგმენტებითაა ცნობილი. მისი სტუმრები ხშირად არიან სხვადასხვა ცნობილი და ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, მღერიან, ცეკვავენ, ცელქობენ და უაზრო აქტივობებით არიან დაკავებულები.

ფელონის გადაცემის სეგმენტი სხვადსხვა ცნობილი სიმღერების, ამავე სიმღერების შემსრულებლებთან ერთად გაქავერებაა.

ამჯერად ფელონის სტუმარი ჯგუფი Metallica იყო, რომელმაც კომიკოსთან და მისი გადაცემის ბენდთან ერთად სათამაშო ინსტრუმენტების გამოყენებით, თავიანთი ასევე ლეგენდარული სიმღერა Enter Sandman შეასრულეს.