ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა.

მონასტერში სასულიერო პირის დაჭრასს მთავარ არხთან რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი უარყოფს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.