საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობა თქვენზეა — გოცირიძე "ოცნებას"
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი პარტია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში მხარს არ დაუჭერს და პასუხისმგებლობას ამ რეჟიმზე ქართულ ოცნებას უტოვებს. ამის შესახებ მან 22 აპრილის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა:
"როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ, ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ დღეს მას არ დავუჭერთ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ამ რეჟიმს. თქვენ გაქვთ 76 საკმარისი ხმა და ამას მიიღებთ. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა".
რომან გოცირიძემ უმრავლესობას ჰკითხა, თუ რატომ წარადგენს მთავრობა ეკონომიკურ გეგმას პარასკევს [24 აპრილს] და არა დღეს? მანვე დაამატა, რომ დღეს, საგანგებო მდგომარეობის კენჭისყრამდე რომ მოესმინათ ეკონომიკური გეგმა, გადაწყვეტდნენ დაეჭირათ თუ არა მხარი:
"ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონობით უმუშევარ ადამიანს".
საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. დღეს, 22 აპრილს, პარლამენტის სესიაზე აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან. როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერა აქვს.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები