ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
21 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 553 853;
- გარდაცვლილი — 176 323;
- გამოჯანმრთელებული — 679 748.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 408;
- გამოჯანმრთელებული — 97;
- გარდაცვლილი — 4;
- კარანტინის რეჟიმში — 5 015;
- სტაციონარში — 573;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებენ
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათს დაიწყება.
"ჩვეულებრივ, აქამდე მიღწევას წლები დასჭირდებოდა, მე ძალიან ვამაყობ შესრულებული სამუშაოთი", — აცხადებს ჰენკოკი.
ჰენკოკის თქმით, ის ოქსფორდის მეცნიერებისთვის 20 მლნ ფუნტ სტერლინგს გამოჰყოფს, დამატებით 22,5 მლნ ფუნტ სტერლინგს კი ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებისთვის.
დღის ფოტო
ფლორიდაში პოლიციის თანამშრომლებმა მანქანებით გული გააკეთეს და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
კორონავირუსით მსოფლიოში უკვე 2,5 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ვირუსის შედეგად 176 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი — 820 ათასი აშშ-შია დაფიქსირებული, სადაც 44 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რა ხდება მსოფლიოში
- დიდი ბრიტანეთი პლაზმით მკურნალობის გამოცდას იწყებს – COVID-19
- Facebook-ზე ბოტებით დასახლებული "პარალელური სამყარო" იქმნება
- რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსზე კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ — ევროკავშირი
- გაერომ რეზოლუცია მიიღო, რაც მომავალში კორონავირუსის ვაქცინაზე თანაბარ წვდომას ითვალისწინებს
- სამხრეთ კორეა უარყოფს ინფორმაციას, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა
- რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა
- 4 მაისიდან იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას გეგმავს
- ბავარიაში 2020 წლის ოქტობერფესტი გაუქმდა
- ცნობილმა მომღერლებმა ონლაინ კონცერტით $127 მილიონი შეაგროვეს პანდემიასთან საბრძოლველად
- კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი იმიგრაციის დროებით შეჩერებას აპირებს
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაშია
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება
დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 მაისამდე აპირებს. ამასთან მსუბუქი მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა 27 აპრილამდე იქნება ძალაში. 27 აპრილიდან იგეგმება სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის გადაადგილებაზე.
როგორც მთავრობაში ამბობენ, ისინი დეტალურ გეგმას წარადგენენ თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან და ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამასთან, 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაც იგეგმება.
რა ხდება საქართველოში
სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საქართველოში კი ეპიდემიის პიკის დადგომამდე სამ კვირას მესამე კვირაა ითვლიან, ქართული ოცნების თავმჯდომარე დროს არ კარგავს და ერთობა. ივანიშვილი, რომლის გამოჩენასაც მედია თებერვლის შემდეგ და უფრო ადრეც ელოდა, არც მეტი არც ნაკლები, TikTok-ზე გამოჩნდა.
TikTok-ზე მის ვიდეოს კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიციური პარტიები. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს რეალობისგან მოწყვეტის "უნიჭო დემონსტრირებაა". ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, ეს ვიდეო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
ამავე თემაზე:
- კიდევ 10 TikTok ვიდეო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პანდემიისას უნდა გადაიღოს
- ინტერნეტის რეაქციები TikTok-ში ბიძინა ივანიშვილის "პატარა ტრიუკზე"
გარდა ამისა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კორონავირუსის მკურნალობისას პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.
ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც დაუშვებელი და სახიფათოა.
ქართული პროტოკოლის თანაავტორმა და კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ზურაბ გურული "ფაქტობრივი ტყუილის გავრცელებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული პროტოკოლით პრეპარატი მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს ენიშნებათ.
ამ ამბებს დაემატა რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული ინტერვიუ ერთ-ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამბობს, რომ მსუბუქი სიმპტომების მიუხედავად, პლაქვენილი დაუნიშნეს.
გაიგეთ მეტი:
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- პაატა იმნაძის თქმით, ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი დასჭირდება
- იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს
- მომაკვდავი ლეკვის ვეტერინართან მანქანით მიყვანისას მოქალაქე 3 000 ლარით დააჯარიმეს
- ლავროვის თქმით, მზად არიან საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა განიხილონ
- რატომ არის მომდევნო 3 კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი — ამირან გამყრელიძის განმარტება
- საქართველოში კორონავირუსზე ტესტი ჯამში 7611 ადამიანს ჩაუტარდა
- ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა
- Facebook-ზე პოზიციის დაფიქსირებისთვის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ეთერიდან მოხსნეს
სასარგებლო ინფორმაცია
როგორ უნდა გადაადგილდეს პაციენტი ან მისი თანხმლები პირი მანქანით — სამინისტროს ინსტრუქცია
27 აპრილამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხებათ გამონაკლის შემთხვევებს, მათ შორის მათ, ვისაც საავადმყოფოში გეგმიური სამედიცინო მომსახურება(დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) სჭირდება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება
- აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება;
- მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით;
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები