ბიძინა ივანიშვილი, რომლის გამოჩენასაც მედია პანდემიის გამოცხადების შემდეგ ელოდება, პირველად დღეს, 21 აპრილს, შვილის TikTok ვიდეოში გამოჩნდა.

როგორც ჩანს, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა თვითიზოლაციის დრო ამ პლატფორმას დაუთმოს, ჰოდა ჩვენც ყველაზე სახალისო TikTok ტრენდებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სცადოს.

1. რუსული ჩელენჯი – დიკაია ლვიცა

წესით მოუხდება, არა?

2. slowmo ელსისთან ერთად

თუ ტიკტოკერობა უნდა, აუცილებლად უნდა სცადოს ელსისთან ერთად ინდური ტრენდის slowmo-ს (შენელებულკადრიანი ვიდეოს) გადაღება. ეჭვი გვაქვს, ერთნაირი გემოვნება აქვთ. თან ახლა გალერიაც ცარიელია და ვინ დაუშლის.

3. Rich boy cheeeeck

ჯერჯერობით ეს ბიჭი ლიდერობს, თუმცა, მგონი, არ გაუჭირდება მოგება, ჰო?

4. საკუთარი წარმომავლობის გამხელის ტრენდი

ამ ტრენდში ადამიანები საკუთარ წარმომავლობას გვიმხელენ და ერთსა და იმავე მელოდიაზე ეროვნული ელემენტების შემცველი სამოსით ან აქსესუარებით ცეკვავენ. ნეტა ჩოხით გამოვა?

5. მე არასდროს / Put a finger down

@emilyballz

Put a Finger Down: Things we’ve all done but don’t want to admit edition✊🏼😦✊🏼 ##putafingerdown ##foryou ##fyp ##canada

♬ original sound - emilyballz

ალბათ, ამ ჩელენჯსაც მოიგებს – ბევრი ვეძებეთ თუმცა ამ თამაშის "მე არასდროს გადამირგავს ხე", "მე არასდროს დამიწყია ბრიფინგი ანეკდოტით" ან "მე არასდროს მითქვამს დამელოდეთ"-ის მსგავს–კითხვებიანი ვარიანტი არ შეგვხვედრია.

6. ვინ უფრო / Who’s more likely to ჩელენჯი

ამ ჩელენჯში მშობლები პასუხობენ ხოლმე შეკითხვებს შვილებზე: რომელი უფრო წუწუნაა? რომელი მეტ ფულს ითხოვს? რომელი უფრო გეხმარება საქმეებში? რომელი უფრო მეამბოხეა? – ნუ, ბიძინას შეუძლია ქართული ოცნების წევრებზე უპასუხოს იმავე შეკითხვებს.

7. and it went like…

ამ ჩელენჯის მთავარი მიზანია დაწერო რაიმე ფაქტი შენი ცხოვრებიდან და შემდეგ გვიჩვენო რა სიგიჟეები მოჰყვა ამ ფაქტს. გამხსნელი კადრის ტექსტს შევაშველებთ: "2012 წელს ჩემმა პარტიამ არჩევნები მოიგო and it went like…"

8. Monday-Tuesday…

@lianev

How’s quarantine going for you? ME: 🤷🏻‍♀️🍿🍦🍪Who else is eating all their quarantine groceries in the first week? 😩 #f#oryou #f#oryourpage

♬ A WEEK - esterdobrik

ესეც კარგი ჩელენჯია. გავიგებდით მაინც რას აკეთებს მთელი კვირა.

9. ბალიში კაბად ჩელენჯი

იმიტომ რომ… რატომაც არა.

10. ჰეით–დუეტი

ჰეით–დუეტები ტიკტოკის ერთ–ერთი მიმდინარეობაა. ჰეით–დუეტი ნიშნავს საკუთარი რეაქციის ჩაწერას იმ ვიდეოზე საპასუხოდ, რომელმაც გაგაღიზიანა. თან ჩვენ უკვე გვაქვს ვიდეო, რომელზეც შეუძლია ჰეით–დუეტი ჩაწეროს:

@on.ge

როგორ დავთვალეთ ბიძინა ივანიშვილის ქონება (5,37 მლრდ) ბრინჯით 🍚👌🏻 #ბიძინაივანიშვილი #ბრინჯი ##ForYou ##fyp ##onge idea ©️@humphreytalks

♬ original sound - _redaura_

ან იქნებ თავადაც დათვალოს საკუთარი ქონება ბრინჯით, როგორც თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ. მაინც ბევრი თავისუფალი დრო აქვს.

ამავე თემაზე: