ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის TikTok-ის ვიდეო საზოგადოების შეურაცხყოფაა. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.

"ადამიანი დეფაქტო მმართველია, ფორმალურად მმართველი პარტიის თავჯდომარეა. ყველაფერს წყვეტს, არ დაგვლაპარეკბია არც ერთ მოქალაქე ამ უმძიმესი კრიზისის დროს. ერთი სიტყვა არ უთქვამს, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და, აი, ასე მიეგება საზოგადოებას. მან პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო", — ამბობს გიგა ბოკერია.

ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თავისი შვილის TikTok-ზე გამოჩნდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.