საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ქართული მხარის ინიციატივის შემთხვევაში მზად არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ და საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობა გახსნან.

"მზად ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ, რადგან მისი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვიყავით. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ჩვენი ქართველი კოლეგები ამ საკითხვამდე როდის მივლენ. სავაჭრო წარმომადგენლობები ასევე შეთანხმებებს ითვალისწინებს. არ მგონია, რომ ამან ერთბაშად რაიმე სარგებელი დაამატოს, თუმცა თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ ამას განვიხილავთ", — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლას მალე აღადგენენ.