საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 9%-ს სიმპტომები არ ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაშია ასახული. დოკუმენტი შეიცავს მონაცემებს 19 აპრილის მდგომარეობით.

რაც შეეხება სიმპტომებს, 19 აპრილის მდგომარეობით, უმრავლეს შემთხვევაში (68%) ცხელება და შემცივნება იყო. შემდეგ მოდის ზოგადი სისუსტე (31%), ხველა (29%), ყელის ტკივილი (20%), თავის ტკივილი (16%). სიმპტომებს შორის იყო დიარეა (12%), ყნოსვისა და გემოს ცვლილება (11%), სახსრების ტკივილი (8%), სურდო (7%), გულმკერდის ტკივილი (7%), გულისრევა/ღებინება (5%).

ფოტო: NCDC

იმ დროისთვის, როცა ეს დოკუმენტი მომზადდა საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევა იყო, ახლა კი 9 ადამიანით მეტია — 408. უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 95.