რაიან მერფი ახალ სერიალში ჰოლივუდის ისტორიას ცვლის
სატელევიზიო შოუების მოყვარულებმა უკვე იციან, რომ ამ გაზაფხულის სეზონზე დაგეგმილ პრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტი აუცილებლად იქნება რაიან მერფის ახალი სერიალი Hollywood, რომლის ტრეილერიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სერიალის სიუჟეტი მეორე მსოფლიოს ომის შემდეგომ ამერიკაზე და იმ პერიოდის ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობებისა და კინოხელოვანების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ნეტფლიქსმა და რაიან მერფიმ "ისტორიის გადაწერა" სცადეს და სრულიად განსხვავებულ ამბებს გააცოცხლებენ ეკრანებზე:
"თუ ჩვენ შევცვლით ფილმების გადაღების ტრადიციულ მეთოდებს, ვფიქრობ, სამყაროსაც შევცვლით", — ამბობს სერიალის პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი დარენ კრისი ასრულებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ გასული საუკუნის ამერიკული საზოგადოება თავისი კონსერვატიული ბუნებით მუდმივად აფერხებდა არათეთრკანიანი, არაჰეტერონორმატიული თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ხელოვნებაში ღიად რეპრეზენტაციას თუ სხვადასხვა სექტორში მათთვის სამუშაო პირობების ხელშეწყობას.
ამ ახალ სერიალში სწორედ ამისგან განსხვავებულ ისტორიას ვიხილავთ:
"რა მოხდებოდა, თუ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს თავიანთი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მიეცემოდათ? თუ ძალაუფლების მქონე პიროვნება ქალი იქნებოდა? სცენარისტი კი შავკანიანი მამაკაცი? რა მოხდებოდა, თუ იმ პერიოდის ფილმების ნამდვილი გმირი ქალი იქნებოდა? ყველასთვის საყვარელი მსახიობი კაცი კი ღიად გეი?", — სერიალზე საუბრისას ჰოლივუდის თანარეჟისორმა, ჯანეტ მოკმა სწორედ ეს აქცენტები დასვა.
სერიალის მთავარი პროდიუსერი რაიან მერფია, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი სატელევიზიო შოუების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა Glee, American Horror Story და Pose.
შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია პირველ მაისს ჰოლივუდის პრემიერას ნეტფლიქსზე დაველოდოთ და მისი ეს ახალი პროექტიც შევაფასოთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები