იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივება 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცაის Guardian იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯუზეპე კონტეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, იტალიის მთავრობა მიმდინარე კვირის ბოლოსთვის შეზღუდვების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.

"ვისურვებდი იმის თქმა შემეძლოს, რომ შემეძლოს თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან... მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, გააბათილებს", — განაცხადა კონტემ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 181 228 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 ათასზე მეტი ადამიანი და გარდაცვლილია 24 ათასზე მეტი.