თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.
თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.
ამჟამინდელი საოპერაციო გარემოსა და გლობალური პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტად ციფრული გახადა ბიზნესის მოდელი. დამატებითი აქცენტი გაკეთდება ეფექტურ, ნაკლები ინფრასტრუქტურისა და ხარჯების საჭიროების მქონე პროდუქტებსა და არხებზე.
პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:
- მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;
- სახელფასო და ავტოსესხები;
- ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.
პარალელურად თიბისი ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე აქტიური მომხმარებლით. Payme აქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთან უზბეკეთში.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
თიბისი უზბეკეთს გამოცდილი მენეჯმენტის საბჭო მართავს, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე. იგი მანამდე იყო საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი Bayport Financial Services-ში, ხოლო მანამდე იკავებდა საქართველოში ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას.
"მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის გამოცდილ გუნდს და მსურს მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენი მისწრაფებების მისაღწევად", — განაცხადა სანდრო რთველაძემ, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელმა დირექტორმა.
თიბისი ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში და 2020 წლის ბოლომდე აპირებს დამატებით კიდევ 9,4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას.
2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.
თიბისი ბანკის ჯგუფი კი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში - 51% პროცენტით.
თიბისი ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახლეობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დააარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები