საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება
20 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 463 357;
- გარდაცვლილი — 169 502;
- გამოჯანმრთელებული — 644 262.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 402;
- გამოჯანმრთელებული — 95;
- გარდაცვლილი — 4;
- კარანტინის რეჟიმში — 4 779;
- სტაციონარში — 561;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი: ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულზეა
ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის West Texas Intermediate- ის (WTI) ფასი $0-ს ჩაცდა და უარყოფით ნიშნულზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით, ფულს გადაუხდიან მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის შენახვას უზრუნველყოფენ.
კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა უფრო და უფრო მცირდება. ნავთობკომპანიები, რომლებმაც ნავთობის შესანახად რეზერვუარები დაიქირავეს ცდილობენ ნავთობი შეძლებისდაგვარად გაყიდონ და ამაში ფული გადაიხადონ.
დღის ფოტო: ჯანდაცვის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინ, რომლებიც შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ
დენვირში, კოლორადოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში დარჩენასთან დაკავშირებით შეზღუდვა გაუქმედეს. "თავისუფლება შიშის წინააღმდეგ" — ამ წარწერით ბანერი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ჰქონდა. ფოტოზე ჩანს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელი, რომელიც პროტესტის მონაწილეების წინ, გზაზე დგას.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ევროპის ქვეყნების ნაწილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არბილებს
ევროპის ქვეყნების ნაწილმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო. გაიცნობთ რამდენიმე მათგანის გადაწყვეტილებას:
ნორვეგიის სკოლებში დღეს დილით ბავშვები სკოლამდელ დაწესებულებებში დაბრუნდნენ. მათ სამი მთავარი წესის დაცვა ევალებათ: ლანჩი აუცილებლად შეფუთული უნდა ჰქონდეთ, სახლიდან სათამაშოების ტარება აკრძალულია, ბავშვებს გარეთ უნდა ჰქონდეთ ხელების დაბანის შესაძლებლობა.
დღეიდან გერმანიაში წიგნების, ველოსიპედების, მანქანების გაყიდვა განახლდა. შეზღუდვების მოეხსნებათ 800 კვადრატული მეტრის ზომის მაღაზიებს, სადაც სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნომრების დაცვაა შესაძლებელი.
ესპანეთში, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი განახლდა, მაგრამ ზოგადი ჩაკეტვის ზომები კვლავ მჭიდროა. გაუქმდა აკრძალვა ბავშვების სახლებში დატოვების შესახებ, რათა მათ სუფთა ჰაერი მიიღონ.
ჩეხეთმა პირველი ნაბიჯი ორი კვირის წინ გადადგა, რამაც მოქალაქეებს საშუალება მისცა ველოსიპედით სეირნობისას, სირბილისას ან ქალაქგარეთ ლაშქრობისას სახის ნიღბების გარეშე ევლოთ. დღეს კი ჩეხეთმა საზღვრების გახსნაზე იმსჯელა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს საზღვარი ერთი წლით ჩაკეტილი დარჩეს.
რა ხდება მსოფლიოში:
- ვატიკანში კორონავირუსი მეცხრე ადამიანს დაუდასტურდა;
- ირლანდიაში ორშაბათს კორონავირუსით ყველაზე მეტი, 77 ადამიანი გარდაიცვალა;
- საფრანგეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა;
- ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 449 ადამიანი გარდაიცვალა;
- უხანში მონაცემების დაზუსტების შემდეგ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შემცირდა;
- 5 ათასი წლის ეგვიპტური სამარხი ვირტუალური ტურისთვის გაიხსნა;
- ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დიდხანს ვერ დაუბრუნდება — საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი;
- ბრაზილიის პრეზიდენტი შეუერთდა აქციას, სადაც საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ;
- ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათას გადააჭარბა;
- 5 მარტის შემდეგ პირველად, ჰონგ-კონგში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა
20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და ჯამში 402 შეადგინა. დღეს გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ის 95 გახდა.
რა ხდება საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი 3-4 კვირა საკმაოდ რთული იქნება. მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ყველამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას რეკომენდაციებით, რომ ქვეყანას პიკის დროს ნაკლები დაზიანება ჰქონდეს.
დღევანდელი დღე დატვირთული იყო კრიმინალური შემთხვევებით.
პროკურატურამ ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავა. შემთხვევა 19 აპრილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამი იყო და ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს.
სოფელ ქვედა ჩხოროწყუში პირი ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჭრილობები მეზობელს და დას მიაყენა.
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასაზღვრო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა მეორეს ესროლა. პირი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ვლადიკავკაზში 1000-ზე მეტმა ადამიანმა Covid-19-ის შეზღუდვები გააპროტესტა, აქციაზე ომონი გამოიყვანეს;
- მარტყოფის მონასტერში კარანტინია გამოცხადებული და 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება;
- სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს სთხოვს;
- ნოდარ მელაძემ მთავარი არხი დატოვა;
- ბასილ კობახიძე: ეკლესია ხალხს ავირუსებს და მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
მსოფლიო პანდემიის პირობებში კორონავირუსზე ათასობით ახალი ამბავი ვრცელდება, მათი დიდი ნაწილი ეხებათ გარდაცვლილებს, ინფიცირებულებს, დამატებით შეზღუდვებს, თუ სხვა მსგავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ადამიანების ნაწილს აღიზიანებდეს.
საინტერესოა, საჭიროა თუ არა სიტუაციის მთელი სიმძიმის აღქმა, თუ ჯობია საკუთარი თავი პოზიტიური ამბებით დავაბალანსოთ?! ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება სტოკდეილის პარადოქსი იყოს, რომელზეც უფრო მეტს სტატიაში წაიკითხავთ.
გაიგეთ მეტი:
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება;
- მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით;
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
- მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამება
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
კომენტარები