ვატიკანში კორონავირუსი მეცხრე ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ გაავრცელა.

მისი თქმით, ვატიკანის მაცხოვრებლებსა და თანამშრომლებს შორის მეცხრე დადებითი შემთხვევა დადასტურდა. CNN წერს, რომ ინფიცირებული საავადმყოფოში გადაყვანილი, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს კი ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: