ორშაბათის მონაცემებით, ირლანდიაში კორონვირუსით 77 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამ დრომდე ირლანდიაში დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 24-საათიან პერიოდში 44 იყო, რაც 17 აპრილს დაფიქსირდა.

ორშაბათს დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტი იყო წინა დღის იგივე მონაცემთან შედარებით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 15 652 შემთხვევა დასტურდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: