საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აზრით, საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა იზრუნო საკუთარ მოქალაქეებზე. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, საელჩოები ტესტების, ნედლეულის მოპოვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კუთხით ძალიან დიდი შრომას აჩვენებენ.

"მე ვიტყოდი, რომ საქართველო, პატარა ქვეყანა, რომელიც შეზღუდულია რესურსებით, იძლევა საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ უნდა იზრუნო შენს მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტს გვინდა დავეხმაროთ, მაგრამ მაქსიმალური მობილიზაციაა და არსებული რესურსების ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ ადამიანებს ყოფითი პრობლემები შევუმსუბუქოთ", — თქვა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშობლოში საქართველოს 6 747 მოქალაქეა დაბრუნებული, რაც საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 402 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 95, ხოლო გარდაცვლილია 4. კარანტინის რეჟიმში 4 782 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 503.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: