ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ბოლო მონაცემებით, ასობით ადამიანი უხანში შეცდომით იყო კორონავირუსისგან განკურნებულთა და გაწერილთა სიაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პარასკევს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაში მითითებული იყო 47 300, ხოლო დღესთვის ციფრი მოულოდნელად 941-ით შემცირდა. ორშაბათის მონაცემებით, კორონავირუსისგან 46 359 ადამიანი განიკურნა.

პარასკევის მონაცემებით, ჯამში ჩინეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 77 944 იყო, დღეს კი ეს ციფრი 77 084-ია.

პარასკევს, ჩინეთმა თქვა, რომ მონაცემები დააზუსტეს, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ უხანში COVID-19-ის შედეგად 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ უხანში 3 869 ადამიანი გარდაიცვალა, კონტინენტურ ჩინეთში კი სულ — 4 636.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთში ჯამში 83 817 შემთხვევა დასტურდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: