ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ჯონს ჰოპკინსის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ევროპის ყველა ქვეყანაში, რუსეთის მონაცემების გამოკლებით, კორონავირუსით ჯამში 100 316 ადამიანია დაღუპული.

პანდემიის მსხვერპლთა რიცხვით ევროპაში პირველ ადგილზე იტალიაა, სადაც ვირუსით 23 227 ადამიანია გარდაცვლილი, შემდეგ მოდის ესპანეთი 20 453 დაღუპულით და საფრანგეთი, სადაც 19 323 ადამიანია გარდაცვლილი.