მეუფე იოანე განმარტავს, რომ სასაფლაოზე გასვლას არა შეზღუდვების მოქმედებისას, არამედ 28 აპრილს აპირებს
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი განმარტავს, რომ სასაფლაოზე გასვლას არა 21, არამედ 28 აპრილს გეგმავს, როცა დაწესებული შეზღუდვა მოხსნილი იქნება.
მისი თქმით, საეკლესიო ტრადიციით, ეკლესია პანაშვიდებს არა ბრწყინვალე შვიდეულში, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს იხდის და სწორედ ამ დღეს გულისხმობდა, როცა საფლავზე გასვლის დროზე საუბრობდა.
"ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 რიცხვის ჩათვლით, ანუ ხვალ და ზეგ თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ეს ეხება კვირაცხოვლობის მომდევნო სამშაბათს, 28 აპრილს", — განაცხადა მეუფე იოანემ.
აღნიშნულ განმარტებამდე სასულიერო პირმა სააღდგომო ქადაგებისას თქვა, რომ 21 აპრილს სასაფლაოებზე გასვლასა და პანაშვიდის გადახდას აპირებდა.
"რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სწორედ სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ", — აცხადებდა მეუფე იოანე.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები 17 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები