უკრაინაში კორონავირუსით 1031 მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფრომაციას საინფორმაციო სააგენტო Unian უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა შორის 358 ბავშვია.

მინისტრის განცხადებით, ერთ დღეში უკრაინაში კორონავირუსით 343 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 26 ბავშვი და 53 მედიცინის სფეროს წარმომადგენელია.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 5 449 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაცვლილია 141 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია — 347.