COVID 19 გავრცელების პირობებში 19 აპრილის მონაცემებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით საქართველოში უცხოეთიდან 6 747 მოქალაქე დარბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს გაუწიეს.

როგორც ცნობილია, უცხოეთში მყოფი მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, დაბრუნებისა და დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.