აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხარემ გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ მოლაპარაკება 130-ჯერ დაარღვია. ამის შესახებ Ekhokavkaza იუწყება.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის პოზიციები, როგორც თვითონ სომხეთის ტერიტორიიდან, ისე "აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწებიდანაც" დაიბომბა.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დღეს, 12 მაისს, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, ერთი სამხედრო პირი დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მხარემ ყარაბაღის პოზიციების დაბომბვა გუშინ საღამოს დაიწყო.