დისნეი თავის სტრიმინგ სერვისისთვის Disney Plus კიდევ ერთ ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას, რომლის სამსახიობო გუნდშიც ცნობილ შვედ მსახიობს, სტელან სკარსგარდს ვიხილავთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არის ახალი სერიალის სახელწოდება, თუმცა ვიცით, რომ ის 2016 წელს გამოსული ფილმის Rogue One: A Star Wars Story სპინოფი იქნება. როგორც ჩანს, სტელან სკარსგარდიც შეურთდა ვარსკვლავური ომების სამყაროს.

Variety-ის ცნობით, ამ ახალ პროექტს მზის სინათლე 2021 წელს უნდა ეხილა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისის შესაბამისად, უცნობია, თუ როდის შეძლებენ მაყურებლები ამ სერიალის ხილვას.

ახალი სერიალის სიუჟეტი ძირითადად კასიან ანდორის ირგვლივ განვითარდება, რომელსაც ფილმ Rogue One-ში მსახიობი დიეგო ლუნა ასრულებდა. უკვე ცნობილია ისიც, რომ სერიალშიც ამ როლს კვლავ ეს მსახიობი შეასრულებს.

სტელან სკარსგარდთან ერთად სამსახიობო გუნდს შეუერთდა კაილი სოლერი, თუმცა ჯერჯერობით უცნობი, თუ ვის როლებს შეასრულებენ ისინი.

სტელან სკარსგარდმა სატელევიზიო შოუების მოყვარულებს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა HBO-ს სერიალში ჩერნობილი. მალე კი დენის ვილნევის ფილმში Dune ვიხილავთ.

როგორც ჩანს, The Mandalorian-ის წარმატების შემდეგ, დისნეი აქტიურად აგრძელებს ვარსკვლავური ომების სამყაროს ირგვლივ კიდევ უფრო მეტი და მეტი პროექტი შემოგვთავაზოს, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ ფრენჩაიზის ერთგული გულშემატკივრებისთვისაა სასიხარულო.