MDF: ჰომოფობიური გამოხატვის წყარო ყველაზე მეტად თავად მედია და პარტიები იყვნენ
მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, რომელიც მედიაში სიძულვილის ენის და მისი წყაროებს შეეხება, 454 ჰომოფობიური გამოხატვიდან, რომელიც მედიაში 459-ჯერ გაშუქდა, ყველაზე მეტის წყარო თავად მედია (152) და პოლიტიკური პარტიები (139) იყვნენ.
მონიტორინგი 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
მედია
მედიაში ჰომოფობიის ყველაზე მეტი შემთხვევა გაზეთ ასავალ-დასავალში გვხვდება, რომელიც თავადაც არის სიძულვილის ენის წყარო (70) და ჰომოფობ რესპონდენტთა მრავალრიცხოვნებითაც გამოირჩევა (92).
ასავალ-დასავალს მოსდევს ონლაინ გამოცემა Geworld.ge (საქართველო და მსოფლიო), სადაც ჰომოფობიურ სარედაქციო პოზიციასთან ერთად (33), რესპონდენტთა ჰომოფობიური განცხადებებიც არის წარმოდგენილი (26). შემდეგ ადგილებზე არიან: ჰოლდინგი ალია, რომელშიც გაზეთები ალია და კვირის ქრონიკაა გაერთიანებული (რედაქცია - 19; რესპონდენტი -31); საქინფორმი (რედაქცია - 14; რესპონ დენტი - 12); ობიექტივი (რედაქცია - 11; რესპონდენტი - 26); მარშალპრესი (რედაქცია - 5; რესპონდენტი - 30).
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მედიაში ყველაზე გავრცელებული ჰომოფობიური გამოხატვა იმ ჯგუფების და ინდივიდების მიუღებლობას უკავშირდებოდა, ვინც ლგბტ პირთა უფლებებს იცავს:
"ლიბერასტები (ლიბერალი+პიდარასტი), რომლებიც ტერმინად გაზეთმა ასავალ-დასავალმა დაამკვიდრა, მედიაში ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ჰომოფობიურ კონტექსტში (37); რასაც მოსდევდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსულობას (35)".
პოლიტიკური პარტიები
ჰომოფობიის 139 შემთხვევიდან, რომელთა წყარო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ყველაზე მეტი შემთხვევა (39) ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს უკავშირდება. ასევე, ჰომოფობიის გამომხატველი იყო ამ პარტიასთან დაკავშირებული სახალხო კრება და 2016 საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი.
მას მოსდევს ქართული ოცნება (34), რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, რითაც ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობად უნდა განისაზღვროს.
შემდეგ ადგილზეა მოძრაობა ეროვნულები (21), რომლის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, გამოკვლევის მიხედვით, 2016 წლის 19 თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ხშირად აკეთებდა სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს.
მას მოსდევს თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის (15), რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო და კოალიცია მაისის ბოლოს დატოვა.
სასულიერო პირები
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან 35 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა.
გამოკვლევის ავტორების თანახმად, მეტწილად დომინირებდა აზრი, რომ ჰომოსექსუალობა დასავლეთის მხრიდან არის თავსმოხვეული (8), ის სოდომ-გომორული ცოდვა (6) და პრობლემაა (6);
"ყველაზე მეტი ჰომოფობიური განცხადება ბასილ მკალავიშვილმა გააკეთა (6), რომელიც 2004 წელს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დარბევისა და იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის დაწვის გამო იყო დაპატიმრებული და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი".
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
მონიტორინგის მიხედვით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან სულ 34 ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გაკეთდა, მათ შორის:
- პრორუსული ორგანიზაციები ევრაზიული ინსტიტუტი (გულბაათ რცხილაძე),
- ერეკლე II-ის საზოგადოება (არჩილ ჭყოიძე),
- სახალხო-პატრიოტული კავშირი „რუსეთი ჩვენი მეზობელია“,
- საზოგადოება „სტალინი“
- ეთნონაციონალისტური ჯგუფები: „ქართული მისია“ (გია კორკოტაშვილი), „ქართული ლეგიონი“,
- საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI (ლევან ვასაძე)
- აჭარის მამულიშვილთა კავშირი,
- თავისუფალი თაობა,
- ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი (გიორგი გაბედავა);
- უფლებადამცველთა გაერთიანება (ნიკოლოზ მჟავანაძე)
"საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემთხვევაშიც ჰომოსექსუალობა როგორც პრობლემა (8), ეროვნული იდენტობისთვის საფრთხე (6) და დასავლეთის მიერ თავსმოხვეული მოვლენა იყო (5)".
ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი პირები
მონიტორინგმა ასევე დაადგინა, რომ ხელისუფლების მხრიდან 6 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა, მათგან 4 საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რეფერენდუმის აუცილებლობას უკავშირდებოდა.
მისი წყარო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე იყო, რომელმაც თანამდებობა 2016 წლის 18 თებერვლიდან დატოვა და მოძრაობა „ეროვნულებს“ დაუბრუნდა.
1 შემთხვევაში ჰომოფობიური შინაარსის ტერმინი მამათმავლობა განათლების მინისტრმა ნეგატიურ კონტექსტში სასკოლო სახელმძღვანელო მე და საზოგადოებაზე საუბრისას გამოიყენა.
გაზეთმა ასავალ-დასავალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ის ჰომოსექსუალობას ტრადიციულ იდენტობასთან შეუსაბამოდ განიხილავდა.
ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან 1 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა და მისი წყარო შევარდნაძის პერიოდის უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია იყო.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები