როგორც უკვე ვიცით, HBO-მ სხვა ბევრი გიგანტი კომპანიის მსგავსად ახალი სტრიმინგ სერვისი HBO Max შექმნა, რომლისთვისაც სტივენ კინგის საკულტო წიგნის, The Shining-ის მიხედვით სპინოფს — დამოუკიდებელ სერიალს გადაიღებენ.

ამ ახალი პროექტის სახელწოდება Overlook იქნება და ის იმ ცნობილ სასტუმროში დატრიალებული აქამდე უცნობი საზარელი ამბების შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც სწორედ სტივენ კინგის რომანის სიუჟეტი ვითარდება.

კინგის ამ საკულტო საშინელებათა ჟანრის რომანის მიხედვით 1980 წელს სტენლი კუბრიკმა გადაიღო იმავე სახელწოდების ეკრანიზაცია, ახალ სერიალში კი, როგორც ჩანს, იმას გავიგებთ, თუ როგორ გახდა ის ცნობილი სასტუმრო ასეთი მისტიკური და საშიში.

აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებაზე ჯეი ჯეი ამბრამსი — სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი იმუშავებს, რომელსაც აქამდე ისეთი გახმაურებული პროექტების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცააა Lost, Westworld და Star Trek.

Justice League Dark

ეს ერთადერთი სატელევიზიო შოუ არ იქნება, რომელსაც ჯეი ჯეი აბრამსი HBO Max-სთვის გადაიღებს: DC Comics-ის სუპერგმირების შესახებ ახალი სერიალის გადაღება უკვე დამტკიცებულია და ის მთლიანად Justice League Dark-ის მიხედვით იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ პერსონაჟებს ვიხილავთ ამ პროექტში.

აბრმსის ჯერჯერობით ბოლო პროექტი Lovecraft Country-ია, რომელიც საშინელებათა ჟანრის ცნობილი მწერლის, ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებით შთაგონებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი HBO-სთვის გადაიღო და მისი პრემიერა წლის ბოლომდე შედგება.