ჩინეთის ქალაქი უხანი, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, აცხადებს, რომ ინფექციით გარდაცვლილთან მონაცემები დააზუსტეს და აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის შედეგად ქალაქში 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ უხანში 3 869 ადამიანი გარდაიცვალა, კონტინენტურ ჩინეთში კი სულ — 4 636.

ამასთან, რიცხვების დაზუსტების შემდეგ უხანში ინფიცირებულების რიცხვი 325-ით გაიზარდა და სულ 50 333 შეადგინა. ჯამში ჩინეთში ინფიცირების 83 753 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მათ რიცხვებს გადახედეს, რათა "ისტორიის, ხალხისა და გარდაცვლილების მიმართ ანგარიშვალდებულება გამოეჩინათ". მათივე თქმით, თავდაპირველი უზუსტობის მიზეზი იყო ის, რომ ეპიდაფეთქების პირველ სტატიაზე სამედიცინო რესურსების სიმცირის გამო რამდენიმე პაციენტი სახლში გარდაიცვალა. ამასთან, პიკის დროს ექიმები ძირითადად პაციენტების მკურნალობაზე იყვნენ ორიენტირებული და ზოგიერთი ინფორმაცია სრულყოფილად მიწოდებული არ იყო, რამაც მონაცემების არევა გამოიწვია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: