HBO-ს გახმაურებულ სერიალ Game of Thrones-ის მსახიობმა, კრისტოფერ ჰივიუმ ერთგულ გულშემატკივრებს აცნობა, რომ კორონავირუსის ინფექციისგან სრულად განიკურნა.

ნორვეგიელმა მსახიობმა ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და განაცხადა, რომ მან და მისმა ცოლმა კარანტინში რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ COVID-19-ის ინფექცია დაამარცხეს:

"გიგზავნით სიყვარულს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვირუსმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა და მათ, ვინც ამის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგეთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გთხოვთ, გახსოვდეთ: ფრთხილად იყავით, შეინარჩუნეთ დისტანცია, დაიბანეთ ხელები და რაც ყველაზე მთავარია, იზრუნეთ ერთმანეთზე ამ მძიმე პერიოდში", — ვკითხულობთ მის პოსტში.

41 წლის კრისტოფერ ჰივიუს მაყურებლები ყველაზე მეტად Game of Thrones-ში ტორმუნდის როლით იცნობენ. მას ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო ნეტფლიქსის სერიალში Witcher, თუმცა მეორე სეზონის გადაღებები პანდემიის გამო შეჩერებულია.

მსახიობს კორონავირუსის ინფექცია 16 მარტს დაუდასტურდა, თუმცა, როგორც უკვე თავად აცხადებს, სიმპტომებისგან თითქმის მთლიანად განიკურნა.