დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველის თქმით, სასულიერო პირების მოწოდებები, რომ ეკლესიაში არ მისვლა ქრისტესა და რწმენის ღალატია უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობაა. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მინდა აღვნიშნო და ვთქვა, იმ სასულიერო პირების მოწოდებას გაეცა თუ არა პასუხი, რომლებიც მოუწოდებდნენ და ამბობდნენ, ქრისტიანობა არის ვაჟკაცობა და აბა ახლა ვინ დარჩება სახლში და ვინ მოვა აღდგომას ეკლესიაში. ან კიდევ ასი ათასი მოწამის ერი ვართ და ახლა ჩნდება ეკლესიას, ქრისტეს ვუღალატებთ თუ არა?! ამ ადამიანებს სიტყვებს თუ გავეცით პასუხი და ხალხს თუ ვეუბნებით რომ ეს ესე არაა, დღეს არავინ თქვენ არ გართმევთ სარწმუნოებას, ქრისტეს სიყვარულს", — თქვა ეპისკოპოსმა საბამ.

მეუფე საბას განმარტებით, მრევლისთვის ეკლესიას უნდა ეთქვა, რომ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ვირუსთან ბრძოლის მეთოდებს გვეუბნებიან მედიცინის მუშაკები, სახელმწიფო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მისი გაავრცელეს ხმა, რომ თითქოს მართლმადიდებლების დევნა იწყება, მრევლმა კი ეს სხვანაირად აღიქვა.

დღეს, 15 აპრილს სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 71, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: