მართალია, სერიალ Unbreakable Kimmy Schmidt-ის ფინალური სეზონი გასულ წელს ვიხილეთ, თუმცა ნეტფლიქსმა გადაწყვიტა, ერთგული მაყურებლები განსაკუთრებული ეპიზოდით გაეხარებინა.

თან ეს რიგითი ეპიზოდი არ გეგონოთ: ეს ახალი განსაკუთრებული სერია ინტერაქციული იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება სიუჟეტის განვითარების სადავეები საკუთარ ხელში აიღოს და გადაწყვიტოს, თუ როგორ დასასრული ექნება ამ ისტორიას, რომელსაც 2012 წლიდან მოყოლებული ოთხი სეზონის განმავლობაში ვადევნებდით თვალს.

ნეტფლიქსმა ახალი სპეციალური ეპიზოდის პირველი თიზერი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

განსაკუთრებული სიახლეა ისიც, რომ ამ სატელევიზიო შოუში ვიხილავთ ჰარი პოტერის ფილმების სერიის ვარსკვლავს, დენიელ რედკლიფს.

ფოტო: Netflix

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია 12 მაისს — Unbreakable Kimmy Schmidt: Kimmy vs. the Reverend-ის პრემიერას ნეტფლიქსის პლატფორმაზე დაველოდოთ.