მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: როგორ დავამზადოთ აქსესუარები ერთად
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". მარკეტერი, სარეკლამო სააგენტო Socialsharks-ის კრეატიული დირექტორი, ლუკა ღუღუნიშვილი ბავშვებთან ერთად ხელნაკეთი აქსესუარების დამზადებას გვასწავლის.
ბავშვებთან კონტაქტით ადრე არასდროს გამოვირჩეოდი. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ძალიან მოვიკოჭლებდი — უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ მესაუბრა მათთან და ამის გამოსწორებაზე დიდად არც ვფიქრობდი.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში აგატა გაჩნდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ახალი ეტაპი დაიწყო… ბევრი რამ გადავაფასე და გაჩნდა შეგრძნებები, რომელიც მანამდე არ მქონია.
რთულია ამ გიჟური გრძნობების სიტყვებით გადმოცემა და არც ვეცდები, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევძლებ. ერთადერთი, იმას ვიტყვი, რომ გრძნობა, რომელიც შენი შვილის მიმართ გიჩნდება, მილიონ პატარ-პატარა მოლეკულურ გრძნობებს აერთიანებს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის ეს უნიკალური — ადრეც ხშირად მომისმენია მეგობრებისგან, რომ სანამ შვილი არ გეყოლება, ამას ვერ მიხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებს მაშინ არაფრად ვთვლიდი, ახლა ვხვდები, რომ სრული ჭეშმარიტებაა.
ჩემი და აგატას ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთგაგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსიკონი მხოლოდ 12 სიტყვით შემოიფარგლება, ყველაფერს მაგებინებს და მიხსნის. მეც სულ პატარაობიდან ვცდილობ დეტალურად ავუხსნა ყველაფერი და მაქსიმალურად დადებითი როლი ვითამაშო მის სწორად განვითარებაში. მე და აგატა სოულმეითები ვართ და მთელ ცხოვრებას ასე გავატარებთ.
2020 წელი კაცობრიობისთვის დიდი გამოწვევით დაიწყო, მთელი მსოფლიო ერთმა პრობლემამ გაგვაერთიანა. Covid-19-ის გავრცელებამ ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოგვაგდო, ყველანი სახლებში გამოგვკეტა. თუმცა, ჩემთვის ამ ფაქტს, დადებითი მხარეც აქვს, ერთგვარი საჩუქარიცაა, რადგან საშუალება მაქვს ჩემს შვილთან მთელი 24 საათი გავატარო, მქონდეს ფუფუნება, რომ მის ყოველ ახალ ქცევას თვალი ვადევნო, აქტიური მონაწილეობა მივიღო მის განვითარებაში.
ჩვენი აქტივობების ნუსხა მრავალფეროვანია: ხატვა, გასაფერადებლები, წიგნები, ფიგურებით თამაში, კულინარია და სხვა. ამჯერად სახლში ხელმისაწვდომი მასალებისგან ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება გადავწყვიტეთ. როცა რამეს ერთად ვაკეთებთ, ვცდილობ, აგატას სურვილების გამოხატვის შესაძლებლობა მივცე და მე უბრალოდ დავეხმარო განხორცილებაში. აი, მაგალითად, ამ გვირგვინზე ბურთების ფერები მისი შერჩეულია.
ხელნაკეთი აქსესუარებისთვის გამოვიყენეთ:
- საპირფარეშოს ქაღალდის მუყაოს გრაგნილი
- დეკორატიული "სკოჩი"
- ორმაგი "სკოჩი"
- მაკრატელი
- თექის ქსოვილი
- დეკორატიული ბურთები, ქსოვილისგან დამზადებული
- ფერადი ლენტი
- ცხელი სილიკონის თოფი
წარმატებებს გისურვებთ! მე და აგატას ეს პროცესი ძალიან მოგვეწონა.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "Care Together"-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები