საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 1,5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დონორებთან პირველადი მოლაპარაკების შედეგად თანხას საქართველო ეკონომიკის მხარდაჭერისთვის მიიღებს.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციებია: ევროკავშირი, აზიია განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო.

გახარიას განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებით საქართველო 1 წლის განმავლობაში 447 მილიონ დოლარს მიიღებს.