დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძის თქმით ტაძრების დახურვა და მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა ეს უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ", — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთს ეს მხოლოდ რიტუალია და შეიძლება თამაშიც ჰგონია, თუმცა ღვთისმსახურება არანაკლებ მნიშვნელოვანია, "უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია, ვიდრე ყველა ის საქმიანობა, რასაც ადამიანი აკეთებს, ამას ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს". 14 აპრილს ასევე, ცნობილი გახდა, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით დეტალებს საპატრიარქო ხვალ გააჟღერებს.

დღეს, 14 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკამ განაცხადა, რომ კოორნავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ტაძარი, რომელშიც სასულიერო პირი მსახურებდა დახურულია და სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 458.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: