ბოლნისში სასწრაფო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, მოძიებულია კონტაქტები და ისინი იზოლაციაში არიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილი — 3. კარანტინის რეჟიმში 4 834 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: