ჯეიმს განის თქმით, Guardians of the Galaxy-სა და The Suicide Squad-ის პრემიერა არ გადაიდება
მაყურებლები, განსაკუთრებით კი კომიქსის სამყაროს მოყვარულები მოუთმენლად ელიან Guardians of the Galaxy-ის მესამე ნაწილისა და The Suicide Squad-ის გამოსვლას, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო ბევრი ეჭვობდა, რომ ლოდინი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.
მართალია, არაერთი ფილმისა და სერიალის გადაღება შეჩერდა ან პრემიერის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის ჯერჯერობით არ არის ზემოთ დასახელებული ეს ორი ბლოკბასტერი.
ორივე ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს განმა ფანების კითხვებს ტვიტერზე უპასუხა და ყველა დაამშვიდა, რომ გეგმები ჯერჯერობით არ შეცვლილა:
"ამჟამად იმის საფუძველი არ არის, რომ The Suicide Squad-ის გამოსვლის თარიღი შეიცვალოს. ჩვენ განრიგს გეგმისამებრ მივდევთ ან ვუსწრებთ კიდეც. ძალიან გაგვიმართლა, რომ ჯერ კიდევ კარანტინის გამოცხადებამდე დავიწყეთ ჩვენი სახლებიდან ფილმის მონტაჟზე მუშაობა (პოსტ-პროდაქშენის გუნდისა და სტუდიის წინდახედულობის გამო)".
ჯეიმს განი, რომელიც ასევე მუშაობს Guardians of the Galaxy-ის მესამე ნაწილის გადაღებაზე, ანალოგიურად გვარწმუნებს, რომ გეგმები უცვლელია:
"ამჟამად მესამე ნაწილთან დაკავშირებული გეგმები ზუსტად იგივეა, რაც კორონავირუსის გავრცელებამდე იყო".
ჯეიმს განი, რომელიც Guardians of the Galaxy-ის წინა ორი ნაწილის რეჟისორია, დისნეიმ 2018 წელს პროექტებიდან მოხსნა, თუმცა მოგვიანებით ხელახლა დააბრუნეს თავის პოზიციაზე და ახალი ფილმის გადაღებაც კვლავ მას ჩააბარეს.
განი ასევე იღებს The Suicide Squad-ს, რომელიც 2016 წელს გამოსული Suicide Squad-ის სიქველი იქნება და ფილმში ისეთ მსახიობებს ვიხილავთ, როგორებიც არიან მარგო რობი, ვაიოლა დევისი, იდრის ელბა და ტაიკა ვაიტიტი.
ორივე ფილმის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები