საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეფექტურად მოქმედების ერთადერთი გზაა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წესების დაცვა. რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს", — განაცხადა მაკრონიმ.

მაკრონის თქმით, 11 მაისის შემდეგ ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შეამსუბუქებას დაიწყებს და პირველ რიგში სასწავლო პროცესი აღდგება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 137 873 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გარდაცვლილია 14 967 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 27 ათასზე მეტი.