ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 517 ადამიანი გარდაიცვალა. ეს სიკვდილიანობის სიდიდით მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული სამი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 600-ზე ნაკლები მხოლოდ ორჯერ იყო. ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით 17 489 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ესპანეთში ვირუსის 169 496 შემთხვევა დასტურდება.

ორშაბათს 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით მაღალი ციფრია, თუმცა ახლოსაა იმ საშუალო ზრდასთან, რაც წინა კვირას დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: