პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გამბედავ და დროულ ნაბიჯებს დგამს. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ეკონომიკური მიმართულებით მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ შედეგადად საქართველოში პირბადეების წარმოება დაასახელა.

"ეს პირბადეები 24 საათის განმავლობაში იკერება, დაახლოებით 150 ათასი ცალი და ამაზე მუშაობს 9 ქართული საწარმო. ამ საწარმოების მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გადადგა. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, არაერთი მაგალითია, იგივე კარანტინის განხორციელებაც, რომელიც სასტუმროების ქსელის დატვრითვით ხდება. აქაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შედგა თანამშრომლობა", — განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბიზნესისა და კერძო სექტორს სტანდარტული სამოქმედო პირობები არ აქვს და პანდემიის გამო ყველას გარემოსა და პირობებთან ადაპტირება უწევს.