დღეს, 13 აპრილის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა, რომ ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ. დავით ზალკალიანის თქმით, ამ საკითხზე აჭარის მთავრობასთან ერთად მუშაობენ:

"განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვრები. გარდაცვლილთან ერთად დაბრუნდებიან მისი ახლობლები და ნათესავებიც, რომლებიც ამ მომენტისთვის ვერ ახერხებენ ერბილიდან, ერაყიდან სამშობლოში დაბრუნებას".