დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ესპანეთის ქალაქი ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს 65 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაავრცელა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქე ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი იყო:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაკრგძალვის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყოს გათვალისწინებული".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: